SALES Partner 1 წლისაა
სიამაყით გაცნობებთ, რომ SALES Partner–ში პირველ საიუბილეო თარიღს აღვნიშნავთ.
2016 წლის გაზაფხულზე პირველად დავაანონსეთ ჩვენი კომპანიის გამოჩენა ბაზარზე და მიზნად დავისახეთ ვყოფილიყავით უნიკალურები და თავისუფლები ჩვენს მიდგომაში საყვარელი საქმიანობის მიმართ, შეგვექმნა ახალი ეფექტური მარკეტინგული გზები და არ მოვქცეულიყავით ჩარჩოებში, სწორად განგვესაზღვრა ჩვენი პრიორიტეტები, როგორც გუნდში, ისე მის გარეთ პარტნიორებთან ურთიერთობის პროცესში. სულ რაღაც 12 თვის შემდეგ კი, ჩვენ შეგვიძლია ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვისაუბროთ ჩვენს წარმატებაზე, ზრდასა და განვითარებაზე და ვთქვათ, რომ ჩვენი თავდაუზოგავი მუშაობით და მიზნისკენ უწყვეტი სწრაფვით შევძელით ის, რომ დღეს დასახული მიზანი 100%–ით შესრულებასთან საკმაოდ ახლოსაა.
აქვე გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვისაც ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანა. ესენი არიან ჩვენი პარტნიორები – რომლებმაც მნიშვნელოვან დროს ნდობა გამოგვიცხადეს და ჩვენთან თანამშრომლობით თანამონაწილენი გახდნენ ჩვენი დღევანდელი შედეგის; და გუნდი – რომელიც თავისი თავდაუზოგავი მუშაობით ჩვენი საქმიანობის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს.
1 წლის განმავლობაში გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლეებიც. ესენი არიან გუნდის ახალი წევრები – სტაჟიორები, რომლებიც გვავსებენ თავიანთი თანამედროვე, კრეატიული იდეებით და ახალი სიცოცხლე შემოაქვთ ჩვენს გამოცდილ გუნდში.
შესაბამისად ახალი ენთუზიაზმით, ახალი იდეებითა და მნიშვნელოვანი გამოცდილებით, რაც საკმაოდ დავაგროვეთ გასული 1 წლის განმავლობაში, მზად ვართ შევხვდეთ ახალ პარტნიორებს, მათ ახალ გამოწვევებს და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობით განვახორციელოთ ახალი პროექტები.
გააქართულრე