ნეირომეცნიერება და მარკეტინგი
რა არის ნეირომარკეტინგი?
მარტივად რომ ვთქვათ, თანამედროვე სამყაროში, სადაც მომხმარებლზე ზემოქმედება მრავალი მარკეტინგული ხრიკითა და ნაცადი ხერხით ხდება, ნელ-ნელა ყველაფერი აქტუალურობას კარგავს.
იქ, სადაც მილიონობით რეკლამას, ბანერს, ლოგოს, მესიჯსა და სტატიას ხედავს ადამიანი, შეუძლებელია მათი დამახსოვრება, ამიტომ საჭიროა რაღაც ახალი, უფრო სიღრმისეული მიდგომა, რომელსაც ნეირომარკეტინგი ჰქვია. ნეირომარკეტინგი შეიძლება ითქვას ნეირომეცნიერებისა და მარკეტინგის შერწყმაა.
საზოგადოება უფრო და უფრო ვითარდება, ამიტომ ინფორმაციის ფილტრაციის ახალი ფენები ჩნდება, რომლების გარღვევაც სწორედ ნეირომარკეტინგის საშუალებით ხდება.
ნეირომარკეტინგში ადამიანის სამომხმარებლო ქცევაზე გავლენის ძირითადი არხებია:
- ხედვა – ვიზუალური ეფექტები
- ყნოსვა – სუნი
- სმენა – მუსიკა, ხმა, ხმის ტონი
- შეგრძნებები – გემო და შეხება
რატომ სჭირდებათ ისეთ ცნობილ ბრენდებს ნეირომარკეტინგი, როგორებიცაა: P&G, Coca Cola, General Motors და უამრავი თამბაქოს მწარმოებელი კომპანია…?
როდესაც ადამიანი ამბობს, რომ თამბაქოს შეფუთვაზე ნეგატიური წარწერები მათზე ნეგატიურად მოწმედებს: „მოწევა კლავს“, „მოწევა იწვევს ნაადრევ დაბერებას“, სინამდვილეში ეს პირიქითაა და ერთგვარი რეკლამაც კი გამოდის თამბაქოს მწარმოებლებისთვის, რადგან ელექტროენცეფალოგრაფიის შედეგად დადგენილია, რომ ამგვარი მესიჯები უფრო ასტიმულირებს თაბმაქოს მოხმარებას.
მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ნეგატიურად აღიქვამს რაღაც კამპანიას, შესაძლებელია მათი ნეირონები პირიქით–დადებითად აღიქვამდნენ, ბოლოს კი სწორედ ამ ქვეცნობიერი ნეირონების საშუალებით აკეთებს არჩევანს ადამიანი და არა საკუთარი ცნობიერით. ამიტომ სერიოზული კამპანიის ჩაშვებამდე კომპანიები საკმაოდ დიდ ბიუჯეტს უთმობენ ამის შესწავლას, რადგან ფიქრობენ, რომ ისინი ბოლომდე დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ თუნდაც ერთი პატარა დეტალიც კი თავის როლს ასრულებს და ადამიანში საჭირო ემოციას იწვევს.
ასე რომ, ახალი სარეკლამო კამპანიის ჩაშვებამდე სამიზნე აუდიტორიის გამოკვლევა არც ისე სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან მათ შეიძლება ცნობიერად სიმართლე თქვან, თუმცა ზოგჯერ ეს სიმართლე სინამდვილეში სიცრუეა. ერთადერთი სიმართლე, რომელსაც ადამიანი ყიდვის პროცესის დროს მიჰყვება ტვინის ნეირონების გადაწყვეტილება და მათი აღქმაა, ხოლო იმის დადგენა, თუ რას ფიქრობენ ჩვენი ტვინის ნეირონები, ნეირომარკეტინგის საშუალებით შეგვიძლია გამოვიკვლიოთ.
November 30, 2018
No Comments