მარკეტინგი
მარკეტინგი არის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება თქვენს ბიზნესს იმიჯის შექმნასა და გაყიდვების გაზრდაში. ის ქმნის გარემოს, რომელიც ბრენდსა და მომხმარებელს შორის ჰარმონიულ დიალოგს წარმართავს. მარტივად წარმოსადგენად, ეს არის მცხობელი, რომელიც თავის საცხობში გიწვევთ, სადაც ფუნთუშეულის საოცარი სურნელი ტრიალებს და გამცნობთ, რომ რეცეპტს ცოტა მოცხარიც დაუმატა. ეს არის თქვენი ფოსტალიონი, რომელმაც დილით გაზეთები მოგიტანათ, ან მეზობელი, რომელიც თქვენს ახლოს მდებარე გალანტერეას გირჩევთ, სადაც ქოლგები ხელმისაწვდომ ფასად იყიდება. მარკეტინგი ზრუნავს ბიზნესის წარმატებაზე და აქცენტს ბაზრის მთავარ საჭიროებებზე აკეთებს. მარკეტინგი ბრენდის ჩამოყალიბებისათვის ეფექტურ სტრატეგიას ჰქმნის.
რას გთავაზობთ ჩვენ?
- მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
- კომპანიის პოზიციის განსაზღვრა ბაზარზე
- კონკურენტული უპირატესობის განსაზღვრა
- კონკურენტული უპირატესობების გამოყენებით სამიზნე სეგმენტთან მუდმივი, პირდაპირი მესიჯებით კომუნიკაცია ყველაზე ეფექტური არხების საშუალებით
- სოციალური მედია მარკეტინგი
- ციფრული მარკეტინგი
- რემარკეტინგი
- ინტერაქციული პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება