logo

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Etiam posuere varius magna, ut accumsan quam pretium vel. Duis ornare felis

Hirtenstraße 19, 10178 Berlin, Germany
(+44) 871.075.0336
ouroffice@cortex.com

სოციალური მედია სტარტაპებისთვის

უკვე მოგიყევით „ოქროს წესებზე“, რომელიც სოციალურ მედია მარკეტინგში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და შესაბამისად გამოვიყენოთ. ახლა განვიხილოთ, თუ რატომაა მნიშვნელოვანი, კომპანიამ შექმნის დღიდანვე დაიწყოს ზრუნვა სოციალური მედიის მართვაზე.

სოციალური ქსელები დღეს ყველაზე აქტიური მედია საშუალებაა, რომელიც დღითიდღე არათუ კარგავს აქტუალურობას, არამედ უფრო პოპულარული ხდება. პირველი ქმედება, რომელსაც მომხმარებელი ახორციელებს კომპანიის და მისი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, არის მისი მოძებნა სოციალურ მედია სივრცეში, რადგან მათთვის ესაა ინფორმაციის მიღებისა და კომპანიასთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარების არაჩვეულებრივი საშუალება.

SALES Partner-ის გამოცდილებით, სოციალური მედიის აქტიური მართვა თავად კომპანიისთვისაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი სტარტაპისთვის, რადგან სწორედ საწყის ეტაპზეა საჭირო გავზარდოთ ჩვენი ბრენდის ცნობადობა და რეპუტაცია და შევუქმნათ მას მყარი საფუძველი მომავალი წარმატებისათვის. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მნიშვნელოვანია, სოციალური მედია გამოვიყენოთ არა მაშინ, როდესაც სიტუაცია რთულდება, ფინანსური და სხვა პრობლემები ჩნდება , არამედ კომპანიის შექმნის დღიდან, რადგან არასწორია მიდგომა, რომ სოციალური მედიის მთავარი პრიორიტეტი მისი ეკონომიურობაა. მას სხვა მრავალი ღირსებაც აქვს.

სოციალური მედიის საშუალებით შესაძლებელია ხმა მივაწვდინოთ საზოგადოებას – ვინ ვართ, რას ვსაქმიანობთ, რა მიზანი გვაქვს. რაც მთავარია, სოციალური ქსელები გვაძლევს საშუალებას პირდაპირი კონტაქტი დავამყაროთ მომხმარებელთან, პირადად მათგან გავიგოთ რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ, რას შეცვლიდნენ, მოვისმინოთ მათი კითხვები და არავითარ შემთხვევაში არ დავტოვოთ ისინი უპასუხოდ, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საოციალური ქსელის უპირველესი დანიშნულება სწორედ ურთიერთობის დამყარებაა.

Sales Partner Group