logo

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Etiam posuere varius magna, ut accumsan quam pretium vel. Duis ornare felis

Hirtenstraße 19, 10178 Berlin, Germany
(+44) 871.075.0336
ouroffice@cortex.com

ვებ–დიზაინი – პირველი შთაბეჭდილება

უდავოა, რომ მომხმარებლები თქვენი კომპანიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე პირველ რიგში საჭირო ინფორმაციის მისაღებად შემოდიან, თუმცა ვებ-გვერდის შექმნისას მარკეტერებმა შეცდომა არ უნდა დაუშვან და აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ უმთავრესი თავად ინფორმაცია კი არა, არამედ ინფორმაციის წარმოჩენის ფორმაა, რომელსაც ვებ-დიზაინის საშუალებით ვახორციელებთ.

თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას განვახორციელოთ აღნიშნული მიზნები; სხვადასხვა გრაფიკული ელემენტები, ფლეშ-ანიმაციები, ლამაზი ბანერები, ტექსტები, ფერები – ის ინსტრუმენტებია, რომლითაც შეგვიძლია ვებ-გვერდი გავხადოთ მიმზიდველი, კითხვადი, თემატურად თავსებადი და ფუნქციონალური. ამასთან კვლევებით მტკიცდება, რომ ინფორმაცია, რომელიც პარტნიორთან გრაფიკული ელემენტების საშუალებით მიდის, უფრო ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელია. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ მომხმარებელს კომპანიასთან თანამშრომლობისკენ უბიძგებს.

ბიზნესში მზარდი კონკურენციის პირობებში საჭიროა იყოთ გამორჩეულები, დასამახსოვრებლები და რაც შეიძლება მეტი პოტენციური პარტნიორი მოიზიდოთ თქვენი ბიზნესის წარმატებისათვის, ვებ-გვერდი ამის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა. გამორჩეული დიზაინი კი თქვენი კომპანიის სახეა, რადგან ესაა პირველი შთაბეჭდილება, რომელიც მომხმარებელს საიტზე შემოსვლისას რჩება. მომავალში კი განსაზღვრავს თქვენი კომპანიის სანდოობას და რეპუტაციას.

Sales Partner Group