Services

Marketing
Marketing

Oxygen for development and philosophical backbone of your...

Advertising
Advertising

The main goal is not to satisfy the demand. The main goal...

Branding
Branding

A regular cup of coffee costs a dollar. However, it’s OK to...

Design
Design

Symbiosis of aesthetics and functionality. It’s design that...

Photo
Photo

High-quality images of landscapes, portraits, scenes,...

SMM
SMM

An efficient way for establishing online communication...

 რატომ არის Facebook ლურჯი? ჟურნალ The New Yorker- ის თანახმად მიზეზი მარტივია. მარკ ცუკერბერგი დალტონიკია, ყველაზე მდიდარი ფერი კი მისთვის ლურჯია.

სამეცნიერო დასკვნის გარდა ფერის შერჩევის სხვა კრიტერიუმებიც არსებობს. როგორ მოქმედებს ფერი ჩვენი შესყიდვების გადაწყვეტილებაზე. რას ნიშნავს ფერების ფსიქოლოგია მარკეტინგში? როგორც ჩანს ფერები 90% შემთხვევაში ახდენენ ზეგავლენაას ჩვენს გადაწყვეტილებაზე, ვიყიდით თუ არა პროდუქტს.

თითოეულ ფერს თავისი დანიშნულება აქვს კომპანიის ლოგოს შექმნის დროს. განვიხილოთ ოთხი ფერის მაგალითი.

შავი

თვისებები: გარკვეული, საიმედო, ძლიერი, ზუსტი, პროფესიონალური, პირდაპირი, ზუსტი

ერგება შემდეგ სფეროებს: მარკეტინგი, მშენებლობა, კორპორატიული სექტორი, ნავთობის მრეწველობა, ფინანსები, მოდა, წარმოება, კოსმეტიკა, სამთო ბიზნესი, გაყიდვები

მწვანე

თვისებები: ბუნებრივი, ორგანული, ახალგაზრდული, სასწავლო, საგანმანათლებლო, სათავგადასავლო, ეკო მეგობრული, დამამშვიდებელი

ერგება შემდეგ სფეროებს: მედიცინა, მეცნიერება, მთავრობა, კადრების შერჩევა, ეკო-ბიზნესი, ტურიზმი

ლურჯი

თვისებები: საიმედოობა, სიმშვიდე, სისუფთავე, ყურადღება, ჯანმრთელობის, პროფესიონალიზმი, კანონიერება, სიძლიერე

ერგება შემდეგ სფეროებს: მედიცინა, მეცნიერება, კომუნალური მომსახურეობა, მთავრობა, ჰაი-ტექი, კადრების შერჩევა, ვაჭრობა, იურისპრუდენცია, ინფორმაციული ტექნოლოგიები, სტომატოლოგია, კორპორატიული სექტორი

წარმოიდგინეთ რამდენიმე ცნობილი ბრენდი სხვადასხვა სფეროდან, დააკვირდით მათ ფერებს. წარმატებული ლოგოები აუცილებლად აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს და სწორედ ეს შეუმჩნეველი საიდუმლოებები ხდიან მათ დასამახსოვრებელს.

მარკეტინგული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია განსაზღვრო რა ტიპის აუდიტორიისთვის არის თქვენი პროდუქტი. თითოეული ფერი განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებს სხვადასხვა ტიპის ადამიანზე. მაგალითად

ყვითელი - ოპტიმისტი და ახალგაზრდა ადამიანებისთვის არის მიმზიდველი, უბრალო დამთვალირებლების ყურადღებას იწვევს.

წითელი - ენერგიული ფერია, გადაუდებლობის შეგრძნებას ტოვებს, ხშირად გამოიყენება საბოლოო გაყიდვებისთვის.

ლურჯი - ნდობისა და უსაფრთხოების ფერია, ხშირად გამოიყენებენ საბანკო სფეროში.

მწვანე - სიმდიდრესთან ასოცირდება, თვალისათვის სიმშივდის და სიამოვნების მომგვრელია, მაღაზიების ინტერიერში ხშირად გამოიყენებენ.

ნარინჯისფერი - აგრესიულად გადადის მოქმედებაზე, მოგიწოდებს პირდაპირ გადაწყვიტო ყიდვა.

ვარდისფერი - რომანტიკული და ქალური, გამოიყენებენ ქალებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილი რპოდუქტების გასაფორმებლად.

შავი - ძლიერი და გლუვი,  გამოიყენებენ ფუფუნების საგნების დეკორისთვის

იისფერი - დამამშვიდებელი და მოსადუნებელი ფერია, ხშირად ვხვდებით თავის მოვლისა და სილამაზის სფეროში

თუ თქვენი პროდუქტი რომელი სქესისთვისაა კონკრეტულად მორგებული გაითვალისწინეთ:

ქალებს უყვართ: ლურჯი, იისფერი და მწვანე

ქალებს არ უყვართ: ნარინჯისფერი, ყავისფერი და ნაცრისფერი

კაცებს უყვართ: ლურჯი, მწვანე და შავი

კაცებს არ უყვართ: ყავისფერი, ნარინჯისფერი და იისფერი

ფერები მომხმარებლისთვის მხოლოდ აღქმადი სილამაზის ნაწილია, დიზაინერებს კი, როგორც ჩანს, მეტი ცოდნა და პროფესიონალიზმი სჭირდებათ მათ შესაჩევად. ფერების ფსიქოლოგიური შერჩევის დეტალები კი წარმატების უხილავი საიდუმლოა. 

Blog

15Feb

რატომ არის Facebook ლურჯი? ჟურნალ The New Yorker- ის თანახმად მიზეზი...

more
30Jan

Facebook გვერდებისთვის კიდევ უფრო ოპტიმალურ Live-stream-ს გვთავაზობს....

more
07Oct

An efficient way for establishing online communication between the...

more

Partners